კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) მკვლევარი ხორხე ანდრადე-პიედრა და USAID-ის “კარტოფილის პროგრამის” ახალი კოორდინატორი ვახტანგ მშვიდობაძე ახალქალაქში ჩავიდნენ პროგრამის შედეგების სანახავად და პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების ჩატარებისთვის.
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) საქართველოში USAID-ის “კარტოფილის პროგრამას” ახორციელებს. სამწლიანი პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს მთავრდება და მიღებულ შედეგებზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა ეს პროექტი, ასევე განხორციელდება თუ არა ახალქალაქში კარტოფილის მოყვანის სხვა პროექტები.
ხორხე ანდრადე-პიედრა და ვახტანგ მშვიდობაძე მივიდნენ სოფელ ალასტანში კარტოფილის სადემონსტრაციო მინდორში, სათბურზე, სადაც კარტოფილის ახალი ჯიშების ნერგები იზრდება და ახალქალაქის მაცივრის განყოფილებაში, სადაც კარტოფილი ინახებოდა.
ვახტანგ მშვიდობაძე პროექტის მენეჯერია 2022 წლის აგვისტოდან.
2021 წლის ბოლოს ახალქალაქის საწყობში 60 ტონა “წითელი მესხური კარტოფილის” თესლი გაფუჭდა. იმ დროს ახალქალაქში პროგრამის კოორდინატორმა მახარე მაცუკატოვმა მომხდარზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, ხოლო რუსუდან მდივანთან საუბარი მომხდარიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ მოვახერხეთ. მისი თქმით, კარტოფილი გაფუჭდა არა საწყობის მდგომარეობის გამო, არამედ ამინდისა და ბენეფიციარების მიერ არასათანადო დახარისხებისა და შენახვის გამო. თუმცა, Jnews-ის ინფომაციით, გასულ შემოდგომაზე, როდესაც სათესლე კარტოფილი გაფუჭდა, საწყობში კლიმატკონტროლი არ იყო ჩართული.
მისი თქმით, ვახტანგ მშვიდობაძე მოვიდა, რომ საუკეთესო შედეგი და მიღწევები მიეღო პროექტის დასრულებამდე დარჩენილ სამ თვეში. ჩვენი კითხვაზე გაფუჭებული კარტოფილის შესახებ უპასუხა.
„პრინციპში, ეს არის დიდი პროექტის მცირე ნაწილი და, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს შეცდომები, ეს არის ერთ-ერთი იმ შეცდომებიდან, რომელიც ნებისმიერ პროექტში შეიძლება მოხდეს, ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვისი ბრალია, ეს არის ერთი შავი წერტილი, რომელიც ახლა, როგორმე უნდა გამოსწორდეს და ვიმუშავებთ ამაზე. სამი თვე გვაქვს დარჩენილი და სჯობს წარმატებაზე კონცენტრირება მოვახდინოთ, ვიდრე წინ და უკან ვეძებოთ დამნაშავე“, – თქვა პროგრამის ახალმა ხელმძღვანელმა.
ვახტანგ მშვიდობაძის თქმით, სოფელ ალასტანში ნანახით კმაყოფილია. იქ აგრიას ჯიშის 1200 ნერგი დაირგო.
„კმაყოფილი ვარ მათი მუშაობით, ფიქრობენ, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ პროექტის მეორე ფაზაზე ან შემდეგ პროექტზე. ვხედავთ, რომ ადგილზე არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან იმუშაონ და არის იმედი, რომ ის პროექტები, რომლებიც დავგეგმეთ, მინიმუმ 50%-ით დაფინანსდება. რადგან ახალქალაქი კარტოფილის ერთ-ერთი მწარმოებელია და ახალქალაქს გვერდს ვერ ავუვლით“.
კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ეს პროგრამა, ან განხორციელდება თუ არა სხვა პროგრამები პროექტის დასრულების შემდეგ, ხორხე ანდრადე-პიედრამ თქვა, რომ დაინტერესებულნი არიან გაგრძელებით, მაგრამ ეს ყველაფერი დონორებზეა დამოკიდებული.
პროექტის დასრულების შემდეგ მთელი ქონება, პროექტის წარმომადგენლების თქმით, მუნიციპალიტეტში დარჩება. მაგრამ პროგრამის ფარგლებში, ნიადაგის შემსწავლელი მობილური ლაბორატორია ახალქალაქში გადაიტანეს, რომელიც ამჟამად არ არსებობს.
ამის შესახებ ვახტანგ მშვიდობაძემ განაცხადა: „დღეს ამის შესახებ პროექტის მონაწილეებისგან შევიტყვე. ვკითხე ჩემს თანამშრომლებს ვინ რა იცოდა, მაგრამ როგორც კი თბილისში წავალ ვეცდები გავარკვიო, რამდენად ვიცი, ის უნდა იყოს. ვიცი, რომ ეს უნდა ეწეროს კონტრაქტში.”
USAID-ის პროგრამით მოყვანილი ტონობით კარტოფილი გადაყარეს
კარტოფილის ახალი ჯიშები და ახალი თესლის საწყობი ახალქალაქში
USAID-ი აგრძელებს კარტოფილის თესლის პროგრამას ახალქალაქში