საცალფეხო ხიდის გასარემონტებლად, რომელიც ქალაქს ჯივანის მასივთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან აკავშირებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა წელს უკვე მესამედ გამოაცხადა ტენდერი, მაგრამ ტენდერში არავინ მონაწილეობს.
პირველად ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობდა მიიღო ერთმა კომპანიამ. მან გაიმარჯვა ტენდერში, მაგრამ მოგვიანებით უარი თქვა დოკუმენტების წარდგენაზე და მერიის შესყიდვების სამსახურმა კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა მესამედ ტენდერი 4 მაისს გამოაცხადა. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 17 მაისს იწურება.
აღვნიშნავთ, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია, მუნიციპალიტეტმა რამდენჯერმე გაარემონტა ხიდი, გამოცვალა ხის ფიცრები, თუმცა ხიდს სჭირდება კაპიტალური შეკეთება.
ახალქალაქში ხიდის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება
ახალქალაქის საფეხმავლო ხიდი ისევ ორმოებშია
სამხედრო ქალაქისკენ მიმავალ ხიდზე რკინის საფარს გააკეთებენ
საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციისთვის 2 პროექტი მომზადდა
ქალაქის ხიდი ნაწილობრივ გარემონტდება
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან Jnews-თან ინტერვიუში განმარტეს, რომ მათ პირობები გაამარტივეს.
”პირველ ორ ტენდერში ჩვენ პირობა გვქონდა, რომ კომპანიას უნდა ჰქონოდა ხიდების მშენებლობის გამოცდილება, ახლა ეს პირობა ამოვიღეთ”, – გვითხრეს ინფრასტრუქტურის სამსახურში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როზა იორდანიანმა Jnews- თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ პირობები შეცვალეს, რომ კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა მიიღონ.
”შეიძლება მათ ეგონათ, რომ ჩვენ თავიდან გვინდა ხიდის აშენება, მაგრამ რეალურად გვჭირდება რეაბილიტაცია და ამიტომ ბოლო განცხადებაში დავწერეთ ის პირობები, რომ იმ კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა, რომლებსაც რკინაბეტონის კონსტრუქციებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ და ხიდის დეტალებთან შეუძლიათ მუშაობა”, – თქვა როზა იორდანიანმა.
ხიდის შესაკეთებლად 171 610 ლარია გამოყოფილი.