საფეხმავლო ხიდი, რომელიც ქალაქს ჯივანის მასივთან და ყოფილ №1 სამხედრო ქალაქთან აერთიანებს, ნაწილობრივ გარემონტდება. დამპალ ფიცრებს გამოცვლიან. აღნიშნული სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 187 ლარია გამოყოფილი.
ხიდის ხის დაფები ზოგან იშლება, ხოლო ზოგან დალპა, რაც საფეხმავლო ხიდზე უსაფრთხო მოძრაობას ართულებს. ზოგიერთ ადგილას რიგად დაწყობილი დაფები დალპა და არსებობს მუდმივი საფრთხე იმისა, რომ ქვეითთა გადაადგილების დროს წარმოიქმნება ორმო.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია, კაპიტალური რემონტი წელს არ არის გათვალისწინებული. თუმცაღა, პრობლემის მოგვარების მიზნით, ნაწილობრივი რემონტი მაინც ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ JNEWS-თან 2020 წლის 4 სექტემბერის ინტერვიუში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა თქვა: “ხიდის რემონტზე არაფერი არ გვაქვს გათვალისწინებული. მომავალ წელს კაპიტალურად გავარემონტებთ, ამიტომ ახლა კიდევ ერთხელ არ დავიხარჯებით. მაგრამ თუ ხიდის მდგომარეობა კრიტიკული იქნება, ჩვენ სერვის-ცენტრს ვთხოვთ, რომ რამდენიმე ხის დაფა გამოცვალონ, და ასე მოვიქცევით კაპიტალურ რემონტამდე”.
კაპიტალურად ხიდი ბოლოს დაახლოებით 10 წლის წინ გარემონტდა, ამის შემდეგ ცალკე დაფების ნაწილობრივი შეკეთება ხდებოდა.