ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, საფეხმავლო ხიდის რემონტისათვის, რომელიც ქალაქს ჯივანის მასივთან და ყოფილ პირველ სამხედრო ქალაქთან აკავშირებს, რკინის საფარის ალტერნატივა აირჩია. თუმცა, რემონტი მომავალ წელს ჩატარდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ორ სარეაბილიტაციო პროექტს შორის- ხის და რკინის საფარით- საფეხმავლო ხიდის გარემონტება, რომელიც ქალაქს ჯივანის მასივთან და ყოფილ პირველ სამხედრო ქალაქთან აერთიანებს, რკინის საფარის ვარიანტის არჩევა გადაწყვიტა. აღნიშნული პროექტის ხარჯთაღრიცხვა დაახლოებით 170 000 ლარს შეადგენს.
“უკეთესია პირდაპირ რკინის ვარიანტის არჩევა, რათა ყოველ წელს არ გავარემონტოთ, ყოველწლიური რემონტი არ არის ხელსაყრელი. ჩვენთან საქართველოში სათანადო ხე არ არის, ხოლო ჩამოტანა უფრო ძვირი დაჯდება”,- თქვეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დაგეგმარებისა და ეკონომიკის განყოფილებაში.
თუმცა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, კაპიტალური რემონტი მომავალ წელს ჩატარდება.
“ახლა ჩვენთან ხიდის გარემონტებისათვის არაფერი არ არის გათვალისწინებული. მომავალ წელს კაპიტალურად გავარემონტებთ, ამიტომ კიდევ ერთხელ დახარჯვა არ ღირს, მაგრამ თუკი ხიდის მდგომარეობა კრიტიკული იქნება, ჩვენ სერვისცენტრს ვთხოვთ, რათა მათ რამდენიმე ხის დაფა გამოცვალონ, და ასე მოვიქცევით სრულყოფილ რემონტამდე”,- თქვა ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ხიდი უკვე დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია, რომელიც დღითიდღე უარესდება. მასზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო.
უკანასკნელად ხიდი კაპიტალურად 10 წელზე მეტი ხნის წინ გარემონტდა, ამის შემდეგ რამდენიმეჯერ ჩატარდა ცალკეული დაფების რემონტი.
ხის საფარის საფეხმავლო ხიდის სიგრძე დაახლოებით 200 მეტრს შეადგენს.
საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციისთვის 2 პროექტი მომზადდა