ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეების 2021 წლის ტრანსპორტირების ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულია, თუმცა მოსწავლეების გადაყვანა შეჩერებული არ არის. ძველი კომპანია ახალი კონკურსის გამოცხადებამდე მოსწავლეების ტრანსპორტირებას დასთანხმდა.

სოფლებიდან ქალაქის სკოლებში და ერთი სოფლიდან მეორეში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას საქართველოს განათლების სამინისტრო აფინანსებს, თვითონვე აცხადებენ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების ტენდერს. ტენდერი კონსოლიდირებულია, ანუ მთელი საქართველოსთვის ერთი ტენდერი გამოცხადდება. წლეულს ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

18 იანვარს, დიდი ხნის არდადეგების შემდეგ გამოცხადდა, რომ სკოლები ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებენ. რადგან კომპანია, რომელმაც მოსწავლეები უნდა გადაიყვანოს, ჯერჯერობით უცნობია. კონკურსის გამოცხადებამდე მუნიციპალიტეტები მძღოლებთან პირდაპირ ხელშეკრულებებს აფორმებენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა უფროსის ვალერი სტელმაშოვის თქმით, რადგან გაკვეთილები მოულოდნელად დაიწყო და მოსწავლეები, რომ არ დაზარალდნენ, მან მძღოლებს ტრანსპორტირების გაგრძელება სთხოვა.

“გაკვეთილები მოულოდნელად დაიწყო, დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მძღოლებთან დროულად გავაფორმოთ ხელშეკრულება, წინა ციფრებით, სანამ ტენდერს არ გამოაცხადებენ. ხელშეკრულებას დღეს გავაფორმებთ. მოსწავლეების რაოდენობა დიდად არ შეცვლილა”, – ამბობს ვალერი სტელმაშოვი.

2020-2021 სასწავლო წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტირების საჭიროება 364 მოსწავლეს აქვს. დილით მძღოლებს ისინი შესაბამის სკოლაში მიჰყავთ და გაკვეთილების შემდეგ შინ აბრუნებენ. სკოლის მოსწავლეები სოფლებიდან ქალაქში, ასევე ერთი სოფლიდან მეორეში გადაჰყავთ.

პირდაპირი ხელშეკრულებისთვის განათლების სამინისტრომ ერთ თვეში 24 383,45 ლარი გამოყო.

სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების ტენდერს განათლების სამინისტროს დაკვეთით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აცხადებს. შარშან, მოსწავლეების გადაყვანის ტენდერში კომპანია შპს “მარმენიომ” გაიმარჯვა, 1 კმ-ზე 3,39 ლარად, 3,50 ლარი თავდაპირველი თანხით.

დოკუმენტაციის თანახმად, ტრანსპორტირება უნდა განახორციელონ შესაბამისი მართვის მოწმობის მქონე მძღოლებმა, რომლებმაც უსაფრთხო მოძრაობის ყველა ნორმა, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები უნდა დაიცვან.