2021 წლის შემოდგომით ათობით ტონა კარტოფილის თესლი ახალქალაქში, სამაცივრე საწყობთან გადაყარეს. სამაცივრე USAID-ის პროგრამის ფარგლებში აშენდა. მიუხედავად ამისა USAID-ის კარტოფილის პროგრამა გრძელდება. ახალქალაქი გააგრძელებს მუშაობას იმ ბენეფიციარებთან, რომლებიც პროგრამის რეკომენდაციებს შეასრულებენ.
USAID-ის კარტოფილის სამწლიან პროგრამას საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) ახორციელებს, მის დასრულებამდე ერთი წელი დარჩა. პროექტის მენეჯმენტის ინფორმაციით, შარშან, შემოდგომით, საწყობიდან 50 ტონამდე გაფუჭებული სათესლე კარტოფილი გადაყარეს, პროგრამის ახალქალაქის ბენეფიციარების შეფასებით კი, დაახლოებით 60 ტონა წითელი მესხური კარტოფილის თესლი გაფუჭდა.
USAID-ის პროგრამით მოყვანილი ტონობით კარტოფილი გადაყარეს
პროექტის ხელმძღვანელისა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის კარტოფილის წარმოების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან მდივანის თქმით, გაფუჭებული კარტოფილი ახალქალაქში პროექტის გაგრძელებას არასოდეს აყენებდა ეჭვქვეშ. მისივე თქმით, პროექტში არაფერი შეცვლილა და 1 წლის შემდეგ, როცა პროექტი დასრულდება, შეიძლება კიდევ 3 წლით გაგრძელდეს.
“პროექტში არაფერი იცვლება, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის”, – განაცხადა რუსუდან მდივანმა.
კოალიციის წევრთა განცხადებით, რომელიც პროექტშია ჩართული, არსებობდა ეჭვები ახალქალაქში გაგრძელდებოდა თუ არა პროექტი.
კოალიციის წევრის, სეირან ამაზარიანის თქმით, კოალიციის 2 წევრი თბილისში კონსულტაციებისთვის იმყოფებოდა. რის შემდეგაც, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველაფრის მიუხედავად პროგრამა გაგრძელებულიყო.
“ჩვენ გვითხრეს, მიმდინარე წელს კარგად თუ იმუშავებთ, შესაძლოა პროგრამა კიდევ 3 წლით გაგრძელდეს. შარშან კარგი მოსავალი მივიღეთ, დაახლოებით 90 ტონა, მაგრამ ვერ შევინახეთ, რომ არა დაშვებული შეცდომები, თითოეულ ჩვენგანს 7-8 ათასი ლარის მოგება შეხვდებოდა”, – განაცხადა სეირან ამაზარიანმა.
რატომ გაფუჭდა შარშანდელი კარტოფილი, ამ კითხვაზე პასუხის მიღებას Jnews-ი ჯერ კიდევ შარშან შემოდგომით შეეცადა, თუმცა პროექტის ხელმძღვანელების ოფიციალური პოზიცია მხოლოდ ცოტა ხნის წინ მივიღეთ.
პროექტის ხელმძღვანელის, რუსუდან მდივანის თქმით, კარტოფილი გაფუჭდა არა საწყობში არსებული პირობების გამო, არამედ ამინდის, ბენეფიციარების მიერ არასწორი დახარისხებისა და შენახვის წესების დარღვევის გამო.
“ცივ საწყობს ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს. 2021 წელს საწყობში 22 ტონა კარტოფილი შევინახეთ, არც ერთი კარტოფილი არ გაფუჭებულა. 2021 წელს ყინვები ნაადრევად დაიწყო და კარტოფილის მოსავალი გვიან აიღეს, ამის გამო მთელს რეგიონში მოსავლის 30% გაფუჭდა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ზოგ ფერმერს კარტოფილი არ დაუხარისხებია, არ შეინახეს ისე, როგორც საჭირო იყო, შედეგად კარტოფილი გაფუჭდა. ვინც არ მისდია ჩვენს რეკომენდაციებს, მათ კარტოფილი გაუფუჭდათ”, – განაცხადა რუსუდან მდივანმა.
მისივე თქმით, ახალქალაქში პროგრამა ეფექტიანი იყო.
“ბენეფიციარებმა ძალიან კარგი მოსავალი აიღეს, 38-40 ტონა ჰექტარზე. ეს უპრეცენდენტო რიცხვია, არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთლიანად საქართველოში”, – განაცხადა მან.
როგორც სეირან ამაზარიანი ამბობს, პროექტის განსახორციელებლად ისინი მაინც სამაცივრე საწყობის პრობლემას მოაგვარებენ. შეგახსენებთ, რომ შარშან შემოდგომით, შენობაში ელექტროენერგიის არქონის გამო, საწყობში არ იყო ჩართული კლიმატკონტროლი
“ისინი დათანხმდნენ ჩვენთან თავიანთი სპეციალისტის გამოგზავნას, რათა საწყობში ელექტროგაყვანილობა მოეწესრიგებინათ. სამფაზიანი კაბელების შემოყვანის საფასური გადავიხადეთ, მაგრამ მათ დაგვიანებით დაიწყეს მუშაობა, მერე 50 მეტრი სიგრძის კაბელი დააკლდათ”, – ამბობს სეირან ამაზარიანი.
მისივე თქმით, მათ დაჰპირდნენ კარტოფილის შესანახად სპეციალური ყუთებს.
“წითელი მესხური” ჯიშის კარტოფილი საწყობში გაფუჭდა და გადაყარეს. კოალიციის წევრებმა შეძლეს გაფუჭებულ კარტოფილში სათესლე კარტოფილის გამორჩევა. გადარჩეული კარტოფილი (დაახლოებით 20 ტონა) საკმარისი იქნება 70 ჰა მიწაზე დასათესად. სეირან ამაზარიანის ინფორმაციით, მათ უკვე დაიწყეს კარტოფილის სოფელ დილისკაში დათესვა.
“საქართველოში USAID-ის კარტოფილის პროგრამის” განხორციელება ახალქალაქში 2020 წელს დაიწყო. პროგრამის მიზანია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერებსა და ფერმერულ გაერთიანებებს დაეხმარონ კარტოფილის თესვაში. ამ მიზნით ახალქალაქში ააშენეს სათბური, სადაც სათესლე მასალის ჩითილები გაზარდეს, ასევე, ააშენეს სამაცივრე აღჭურვილობა.
კარტოფილის ახალი ჯიშების და თესლის საცავი ახალქალაქში
2021 წელს ახალქალაქში, პროგრამის მენეჯერებისა და USAID-ის წარმომადგენლების თანდასწრებით გაიხსნა სამაცივრო საწყობი, სადაც 300-დან 350 ტონამდე კარტოფილი ინახებოდა. საწყობი 200 კვდ/მ ფართობზე აშენდა.
2021 წელს ახალქალაქში გამოსცადეს სათესლე კარტოფილის მოყვანის სამი ინოვაციური ტექნოლოგია: ინ ვიტრო, აეროპონიკა და ჰიდროპონიკა.
ინვიტრო არის ტექნოლოგია, რომლის დროსაც ნერგის ღეროს ნაწილი იჭრება და მიწაში ირგვება, აეროპონიკა არის ტექნოლოგია, რომლის დროსაც ტუბერები ჰაერში ჩამოკიდებული ვითარდება, ხოლო ჰიდროპონიკა არის თესლის განვითარება სველ ქვიშაში.
ექსპერიმენტი ჩატარდა იმის გასაგებად, თუ რომელი ტექნოლოგიაა ყველაზე შესაფერისი ახალქალაქში. მიღებული შედეგების მიხედვით მოხდება სათბურის დაყოფა, 100 კვადრატულ მეტრზე გათბობა და “აგრიას” ჯიშის სათესლე კარტოფილის მოყვანა. თუმცა, ეს მომავალ წელს იქნება.
სეირან ამაზარიანის თქმით, ყველა ხარჯს პროგრამა დაფარავს.
სათბურის დანარჩენ (50 უჯრედზე) ნერგები დაირგვება, დაახლოებით 2000 ცალი (1 ცალი 5 ლარი ღირს) თესლის მისაღებად. პროექტის დასრულების შემდეგ, რუსუდან მდივანის თქმით, პროექტის ფარგლებში შექმნილი მთელი ინფრასტრუქტურა ფერმერების საკუთრებაში დარჩებათ.
„კარტოფილის მწარმოებელთა ქსელი (PPN) ყველა პარტნიორთან ერთად იქნება ამ ყველაფრის მფლობელი“, – განაცხადა რუსუდან მდივანმა.
პროექტი კიდევ ერთი წლის განმავლობაში ფერმერებს კარტოფილის თესლის მოყვანაში დაეხმარება. ამ წლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროგრამა კიდევ 3 წელი გაგრძელდება. რჩება იმედი, რომ ასეთი მასშტაბური და ძვირადღირებული პროგრამა კარგ შედეგებს დატოვებს და ახალქალაქში კარტოფილის მოყვანა უფრო მომგებიანი იქნება ფერმერებისთვის.