ახალქალაქის სამაცივრე საწყობსი შენახული დაახლოებით 60 ტონა (მონაცემები არ არის დაზუსტებული) „წითელი მესხური“ ჯიშის სათესლე კარტფილი გადაყარეს. სამაცივრე საწყობი USAID-ის პროგრამის ფარგლებში აშენდა.
ახალქალაქის სამაცივრო საწყობთან ახლოს მისვლისას მკვეთრად იგრძნობა კარტოფიის ლპობის და გამოყოფილი მავნე გაზების სუნი. ტერიტორია, სადაც 60 ტონამდე გაფუჭებული კარტოფილია ნაგავსაყრელად იქცა.
USAID-ის კარტოფილის პროგრამა საქართველოში, რომელსაც კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) ახორციელებს, ახალქალაქში 2020 წელს დაიწყო. სამწლიანი პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში ორი იმიტირებული სათესლე კარტოფილის ფერმა აშენდა, ერთი ახალქალაქში, მეორე – ახალციხეში.
მოდელირებული სათესლე კარტოფილის ფერმის მიზანია, საქართველოში სათესლე კარტოფილის საწარმოო ბაზა შეიქმნას, გააუმჯობესოს ფერმერების ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის სათესლე კარტოფილზე და გაზარდოს ფერმერის შემოსავალი და პროდუქტიულობა.
პროგრამის ფარგლებში მოიყვანეს კარტოფილის ჯიში „წითელი მესხეთი“, რომელიც კლიმატკონტროლის მქონე თანამედროვე სამაცივრე საწყობში უნდა შენახულიყო. საწყობში ტემპერატურა, ტენიანობა და CO2 უნდა გაკონრტოლებული. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, საწყობში კლიმატკონტროლი არ იყო ჩართული.
ახალქალაქის პროგრამის კოორდინატორმა, მახარე მაცუკატოვმა მომხდარის კომენტირება არ ისურვა.
2022 წლის გაზაფხულზე პროგრამის მონაწილეებს სათესლე კარტოფილი რაიონის ფერმერებისთვის უფასოდ უნდა დაერიგებინათ, რათა „წითელი მესხური“ ჯიშის კარტოფილი მოეყვანათ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 3 ჰექტარი კარტოფილის მოყვანის ვალდებულება აიღო. 3 ჰექტარი რამდენიმე ფერმერზე გადანაწილდა. ვიღაცამ 50 არი დათესა, ვიღაცამ 1 ჰექტარზე მეტი. ახალქალაქში 3 ჰექტარზე დაახლოებით 90 ტონა კარტოფილი მოიკრიფა. სამწუხაროდ, პროექტში მონაწილე და განმახორციელებელი კოოპერატივის წევრების, ასევე პროგრამის მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა ვერ დავადგინეთ.
შევიტყვეთ, რომ კოოპერატივის შემადგებლობაში 3 ფერმერი შედის, რომლებიც დანარჩენ ფერმერებს სათესლე კარტოფილს უნაწილებენ. კოოპერატივები, თავის მხრივ, სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობენ, სადაც 8 ფერმერია გაერთიანებული. პარტნიორებმა გაცილებით ნაკლები კარტოფილი მოიყვანეს, მხოლოდ იმისთვის, რომ დანარჩენი ფერმერებისთვის პროცესი საჩვენებელი ყოფილიყო.
ვარაზდატ სალვარიანი ერთ-ერთია იმ ფერმერებს შორის, ვინც თავის მინდორში „წითელი მესხური“ ჯიშის კარტოფილი მოიყვანა, მან 50 არი დათესა. ამბობს, რომ კარგი მოსავალი მიიღო, რომელსაც ინახავს. ვარაზდატ სალვარიანმა თავდაპირველად უარი თქვა გაფუჭებულ კარტოფილთან დაკავშირებით აზრის გამოთქმაზე და განაცხადა, რომ ეს კოოპერატივის წევრების საქმეა. მისივე თქმით, კარტოფილი მიწაში გაიყინა, თუმცა დახარისხებული კარტოფილი შეძლებისდაგვარად შეიტანეს საწყობში.
მოგვიანებით კი, Jnews-ში დარეკა და გვითხრა, რომ მომხდარში ფერმერები არ არიან დამნაშავენი, მათ შესაძლებლის მაქსიმუმი გააკეთეს.
„ყველა კარტოფილი 3 ჰექტარზე გვაქვს შენახული. რატომ წავიდა საქმე ცუდად, არ ვიცით, კარტოფილის შენახვის შემდეგ თბილისელებმა (პროექტის ადმინისტრაცია) დაკეტეს, საწყობი დალუქეს და წავიდნენ. შესაძლოა კონდიციონერი ჩართული იყო მაღალ ტემპერატურაზე ან საერთოდ არ ჩაურთავთ. ჩვეულებრივ კარტოფილს ვათავსებთ საწყობში. ფერმერებმა თავიანთი საქმე გააკეთეს, კოოპერატივის არცერთ წევრს არ ჰქონდა საწყობის გასაღები. მგონი ტემპერატურის არასწორი რეგულირების გამო გაფუჭდა, თვითონ დაარეგულირეს ტემპერატურა. მათ არ დაგვიანგარიშეს და არ მოისმინეს ჩვენი აზრი“, – განაცხადა კოოპერატივის წევრმა ვარაზდატ სალვარიანმა.
გაფუჭებული კარტოფილი საწყობიდან გასულ კვირას გაიტანეს.
პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც კოოპერატივის წევრი არ არის, ამბობს, რომ 50 კგ კარტოფილი დათესა და 200 კგ მოსავალი მიიღო. კარტოფილი შესანახად საწყობს არ გადასცა. არც ვინაობის გამხელა ისურვა.
„პროგრამის მიხედვით, 300-400 კგ კარტოფილი უნდა მიგვეტანა, მაგრამ ეს არარეალურია. მე 200 კგ მივიღე. არ ყოფილა ის შედეგი, რასაც ისინი ელოდნენ. მხოლოდ კარტოფილის თესლები და წვეთოვანი სარწყავი სისტემა მოგვცეს. მოსავლის ასაღებად მუშები დავიქირავეთ, ჩვენი ჯიბიდან გადაციხადეთ ფული. ოჯახებმა ერთი თვის დაგვიანებით დათესეს და მოსავლის აღება გვიან დაიწყეს. მოსავლის ნაწილი გავტიდეთ, რათა ხარჯის დაგვეფარა“, – განაცხადა მან.
პროექტის მიხედვით, ფერმერებს მოსავლის ნაწილის რეალიზაციიდან უნდა დაეფარათ ხარჯები, დანარჩენი გაზაფხულზე კი უსასყიდლოდ უნდა დაენაწილებინათ სხვა ფერმერებისთვის.
ჩვენი ინფორმაციით, 3 ჰექტარზე მოყვანილი კარტოფილის 80% გაფუჭდა. საწყობში ჯერ კიდევ არის ხელუხლებელი კარტოფილი.
პარტნიორის აზრით, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ დაასახელა, ყველა, ვინც კარტოფილის მოყვანით იყო დაკავებული, არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფერმერი, რომლებმაც კარგად იცოდნენ კარტოფილის მოყვანის მთელი პროცესი.
„თბილისიდან ჩამოსული ხელმძღვანელების გამო, კარტოფილი გაფუჭდა. მათ ფერმერებისთვის უნდა მიეცათ საშუალება დაეწყოთ კარტოფილის თესვა, მოსავლის აღება და დახარისხება. ფერმერები მათი ნებართვის გარეშე ვერაფერს აკეთებდნენ. დახარისხება არ განხორციელებულა, შეინახეს, საკეტები გამოუცვალეს, დაკეტეს, გასაღები აიღეს და დატოვეს. გვითხრეს, რომ იცოდნენ როგორ და როდის უნდა გაეკეთებინათ და მათ გარეშე ადგილობრივი კოორდინატორი ვერაფერს აკეთებდა“, – განაცხადა მან.
Jnews-მა სხვადასხვა პარტნიორებთან საუბრისას გაარკვია, რომ საწყობს ელექტროენერგია ჯერ არ მიეწოდება, თუმცა საწყობის ოფიციალური გახსნა მიმდინარე წლის 22 აპრილს შედგა.
რატომ არ იყო მაშინ დენი, კლიმატკონტროლი არ იყო ჩართული და რატომ შევიდა საწყობი ექსპლუატაციაში ამ უმნიშვნელოვანესი კომპონენტების გარეშე?
რეალურად ჰქონდა თუ არა კოორდინატორს საწყობის გასაღები – ამ და ბევრ კითხვაზე პასუხი Jnews-მა ვერ მიიღო. ახალქალაქის პროგრამის კოორდინატორმა, მახარე მაცუკატოვმა მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
პროგრამის დირექტორ რუსუდან მდივანთან დაკავშირება ვერ შევძელით.
პროექტის აგრონომი ამბობს, რომ ამ დროისთვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით უცნობია, რა არის მიზეზი. აგრონომმა კი კონკრეტულ კითხვებზე რაოდენობაზე, კლიმატის კონტროლზე და სხვა ბევრ რამეზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
Jnews შეეცდება დეტალების გარკვევას USAID-თან და CIP-თან ერთად.