Picodi.com-ის ანალიტიკოსებმა მაოფლიოს 94 ქვეყანაში 2022 წლის იანვარში ხილისა და ბოსტნეულის ღირებულება 2022 წლის ივლისის ფასებს შეადარეს.
საქართველო რეიტინგში მე-7 ადგილზეა, სადაც საშუალო ზრდა 18,6% იყო.

საქართველოში ყველაზე მეტად პომიდორი 39,9%-ით გაძვირდა.

პროდუქციის ღირებულების მთლიანი ზრდის მხრივ პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა. მაგრამ არის ქვეყნები, სადაც პროდუქცია, პირიქით, გაიაფდა. დომინიკის რესპუბლიკაში, ეკვადორსა და ბოლივიაში ხილისა და ბოსტნეულის პირობითი კალათის ღირებულება შემცირდა 5%-ით, 5%-ით და 8%-ით.

ამ კვლევის შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ