17:10 საათზე ახალქალაქში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, დამოუკიდებელი ქვეყნის ჰიმნი გასიმა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს მომღერლებმა: ნეკა სებისკვერაძემ, ზუკა ხუციშვილმა, ნატო გელაშვილმა, გიორგი ჯოხონელიძემ, ასევე დამსწრე საზოგადოებამ.
ჰიმნის შესრულებამდე გაიმართა პერფომანსი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით.
ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისის დროით 17:10 საათზე, საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ნოე ჟორდანიას მეთაურობით რუსეთის იმპერიისგან ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს სამეფო XIX საუკუნიდან შედიოდა.
პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დიდხანს არ გასტანა – მხოლოდ ორწელიწადნახევარი, რის შემდეგაც იგი გაასაბჭოვეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე.
საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა 26 მაისს 17:10 საათზე დამოუკიდებლობის ჰიმნის მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად შესრულება.