ერევანში სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ერევანში სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის, რუბენ სადოიანის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ქუჩების ბილბორდები საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს, – ამის შესახებ საელჩოს ფეისბუქის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვები საქართველოში სომხეთის საელჩომაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:

„დღეს საქართველო აღნიშნავს თავის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს.

სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გულითადად ულოცავს საქართველოს მეგობარ ხალხს ამ სანუკვარ დღესასწაულს, უსურვებს მშვიდობას, კეთილდღეობას და ახალ მიღწევებს.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”

თეგები: სომხეთი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე