ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი დაშავებულიდან ორი თბილისში გადაიყვანეს, მათ ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ. თუმცა, დაზარალებული გ.ზ-სთვის შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაცია გახდეს საჭირო, ხოლო მეორე დაზარალებულს, დ.ჩ.-ს, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი ჩაუტარდეს.
დაზარალებული ა.ჩ ახალქალაქის კლინიკაში მკურნალობს, მას ტვინის შერყევა და ყბა-სახის ჰემატომა აღენიშნება. მისი მდგომარეობა ნორმალურია, ის კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
დ.ჩ.-ს ყბა-სახის ოპერაცია თბილისში გაუკეთდა. მისი მეგობრის თქმით, ოპერაცია საკმაოდ რთული იყო და წინ ხანგრძლივი მკურნალობა ელოდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
გ.ზ.-ს მდგომარეობა, მისი დედის თქმით, სტაბილურად მძიმეა. გუშინ მას თვალის კაკლისა და ცხვირის ოპერაცია გაუკეთეს. მას აქვს სისხლჩაქცევა ორ თირკმელში. ის რეანიმაციაშია და იქ კიდევ 2-3 დღე დარჩება. მოტეხილი აქვს ყელის ძვალი, აქვს ქვედა კიდურების მოტეხილობა. დედის თქმით, ექიმებმა ასევე დაუდგინეს გულმკერდის მძიმე შებერილობა.
ტრაგიკული შემთხვევა 4 მაისის ღამეს მოხდა. BMW-ს მარკის ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა. BMW-ს აფეთქების შედეგად ავტომობილში მყოფი ერთი მგზავრი, 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული დეტალებს ჰყვება
ახალქალაქში, ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა