ახალქალაქის ვაჩიანის გზატკეცილზე 3-4 მაისის ღამეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რის შედეგადაც 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით აღიძრა.
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი – „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა“. ამ მუხლის მე-6 პუნქტი გულისხმობს „სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვ. მექანიკური ტრანსპორტირება ამ სატრანსპორტო საშუალების მართვის პირის მიერ, რის შედეგადაც ადამიანი დაიღუპა.
ეს ქმედება ისჯება „თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.
უბედური შემთხვევა 4 მაისის ღამეს მოხდა, როცა BMW X5-ის მარკის ავტომობილი დიდი სიჩქარით შეეჯახა წინ მიმავალ ტრაქტორს. BMW-ს აფეთქების შედეგად ავტომობილში მყოფი მგზავრი, 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული დეტალებს ჰყვება