ავტოსაგზაო შემთხვევა 4 მაისს, ღამის საათებში მოხდა, BMW X5-ის მარკის ავტომობილი დიდი სიჩქარით შეეჯახა ტრაქტორს. დაიღუპა ავტომობილის ერთი მგზავრი, 21 წლის ახალგაზრდა. ავარიის შედეგად დაზარალებული, ტრაქტორის მგზავრი ა.ჩ. მომხდარის შესახებ ყვება.
ა.ჩ. სხეული მსობუქი ტრავმებით ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. Jnews-მა შეძლო მასთან დაკავშირება და ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებზე შეეცადა ინფორმაციის მიღებას. ავარიის მომენტში ა.ჩ. ტრაქტორისტის გვერდით იჯდა, რა დროსაც მათ BMW-ს მარკის ავტომობილი მათ შეეჯახა და ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ა.ჩ-ს მძიმე დაზიანებები არ აქვს, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ რამდენიმე ნაკერი თავის არეში.
„სოფელ ოკამიდან მოვდიოდით ყველა წესის დაცვით, ჩართული გვქონდა ავარიული ნათურები, შუქურები, წინაც და უკანაც. ჩაბმული გყავდა სატვირთო, ისიც იყო განათებული და ყველაფერი ჩანდა, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებიც. ავტომობილი უკნიდან დაგვეჯახა, დარტყმა იყო საშინლად ძლიერი. მაშინვე გონება დავკარგე. ტრაქტორიდან რომ გამომიყვანეს, გონს მაშინ მოვედი, შუშები ჩამტვრეული იყო. ყველგან სისხლი იყო. შემთხვევა ვაჩიან-გოროდოკის გზატკეცილზე მოხდა. გვითხრეს, რომ მანქანა 100-150 კმ სიჩქარით მოძრაობდა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ გზის საპირისპირო მიმართულებით გადაგვაგდო. როცა გონს მოვედი დავინახე, რომ ტრაქტორი ვაჩიანის მიმართულებით იდგა, საიდანაც ჩვენ მივდიოდით. გამუდმებით ვიყურებოდით აქეთ-იქით, მაგრამ ის ისეთი სიჩქარით მოძრაობდა, რომ ვერც კი შეგვამჩნია. დარტყმის შემდეგ მათ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გონს რომ მოვედი, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, თავზე ჭრილობა მქონდა,“ – განაცხადა ა.ჩ-მ.
ამ დროისთვის ტრაქტორი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზეა.
ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია