საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის კურსი რუსული რუბლის მიმართ 4,3595-ია. შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ ეს კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია – ასეთი კურსი 2021 წლის ნოემბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი:
1 დოლარი -3.0331 ლარი
1 ევრო – 3,1869 ლარი
100 რუბლი – 4,3595 ლარი

ახალქალაქის კერძო გადამცვლელ პუნქტებსა და კომერციულ ბანკებში გაცვლითი კურსი ოფიციალურისგან განსხვავდება. კერძო, გადამცვლელ პუნქტებში დღეს, 1000 რუბლი 38-38,5 ლარი ღირს, 100 დოლარი – 302 ლარი.

საქართველოს ბანკში 1000 რუბლის გაცვლა შესაძლებელია 39 ლარად, რაც კომერციულ ბანკებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლიბერთი ბანკში 1000 რუბლი 34,1 ღირს.