სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით გარდაიცვალალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 422 867 პირი დაინფიცირდა, აქედან 8622 გარდაიცვალა, 411 050 კი – გამოჯანმრთელდა.