10 აპრილს, ახალქალაქში, სასტუმრო გრანდ მურის საკონფერენციო დარბაზში პრეზენტაცია ჩატარდა და პროექტის მონაწილეთა საუკეთესო ფოტოპროექტები დაჯილდოვდა. სხვადასხვა ასაკის პროექტის მონაწილეებმა, სტუდენტებმა და მოსწავლეებმა, რომლებიც მონაწილეობენ ფოტო და დოკუმენტურ ფილმებში, წარადგინეს თავიანთი პროექტები ჟიურის წინაშე, რომელიც პრეზენტაციებს ონლაინ-რეჟიმში ადევნებდა თვალს.

2

3

ახალქალაქისა და ნინოწმინდის სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქებიდან ბავშვები თავიანთ ფოტოპროექტებში ასახეს იშვიათი პროფესიები, შშმ პირები, სოფლები, სადაც გაზის პრობლემაა და მიწისძვრის ეშინიათ. საერთო ჯამში, მონაწილეებმა 17 ფოტოპროექტი წარადგინეს.

1

4

შედეგად, 4- კაციანმა ჟიურიმ 5 გამარჯვებული პროექტი და ერთი ფოტო აირჩია. ამ კატეგორიაში შეირჩა ფოტო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ცხოვრობს სოფლებში მოსახლეობა გაზის გარეშე. ფოტოზე ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები ცოლ-ქმარი ღუმელის მილებს წმენდენ. ფოტოს სახელწოდებაა “სოფელი, სადაც ზამთარი სავსეა სირთულეებით”.

საბოლოოდ, 5 საუკეთესო ფოტო პროექტში მოხვდა.

სპეციალური პრიზი მიენიჭა პროექტს სახელწოდებით „სიცოცხლე საფრთხის ქვეშ“, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ცხოვრობენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, სადაც მიწისძვრა თითქმის ყოველდღე ფიქსირდება (ავტორები არტიომ აივაზიანი, ევგინე კარსლიანი)

შემდეგი პროექტი, რომელიც ჟიურიმ აირჩია, იყო „სპორტდარბაზი სათხაში“, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ არიან მოზარდები სპორტით დაკავებულნი ცუდი პირობების მიუხედავად, სოფელ სათხაში (ავტორი სპირიდონ ბაგირიანი)

გამარჯვებულებს შორის იყო ფოტოპროექტი ხანშიშესული ქალის მარტოხელა სიბერეზე – მოხუცი ქალი, რომელსაც ფეხით სიარული არ შეუძლია, როგორ ირჩენს თავს მცირე პენსიით, თუმცა არ წყვეტს ფეხით სიარულს. პროექტს ერქვა “და მე გავფრინდი ჩემს სულთან ერთად” (ავტორი ლუსინე ნურჯანიანი)

გამარჯვებულთა სიაში ასევე მოხვდა ხულგუმოელ ოჯახზე გადაღებული ფოტო-სიუჟეტი. ისტორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კაცზეა, რომელიც ცოლის გარდაცვალების შემდეგ ორ მცირეწლოვან შვილს ზრდის (სედა გიგოლიანი).

კონკურსის ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოპროექტი 13 წლის ნინოწმინდელი გოგონას ნამუშევარი იყო, რომელმაც, ნინოწმინდელი „ადელინას“,  უსინათლო დედისა და მისი 3 შვილის ცხოვრებაზე ისაუბრა. (ავტორი ზოია კარლსიანი).