ახალქალაქში თითქმის არ არის ქუჩა, სადაც გზის ნაწილი არ არის დანგრეული, ან დიდი ორმოები არ არის. მანქანებს უჭირთ ამ ხვრელებისთვის გვერდის ავლა, რაც ხშირად იწვევს საცობებს.

champa

champa3

თავისუფლების, ჩარენცის, ნალბანდიანის, მიასნიკიანის ქუჩები – ამგვარად შესაძლებელია ქალაქის თითქმის ყველა ქუჩის ჩამოთვლა, სადაც გზის საფარი ავარიულ მდგომარეობაშია. ერთი-ორი წლის წინ დაგებული ქუჩებიც ჩამოინგრა. მაგალითად, აღმაშენებლის ქუჩა მხოლოდ ორი წლის წინ მოასფალტდა, მაგრამ ის უკვე დანგრეულია.

Jnews-მა დღეს ვერ დაუკავშირდა «საგზაო- სამშენებლო სამმართველო N1»-ს, რომელმაც ასფალტის სამუშაოები განახორციელა. თუმცა, ათი დღის წინ კომპანიის დირექტორმა შოთა აბულაძემ JNEWS-ს უთხრა, რომ როგორც კი ამინდი დათბება, ქალას შემოივლიან და ამის შესაბამისად, ორმოების შეკეთების სამუშაოებს განახორციელებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

champa2

champa4

champa6

ახალქალაქის მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, საგზაო ორმოების შეკეთებაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ტენდერში არავინ მონაწილეობდა.

„დაახლოებით 200 000 ლარის ოდენობის ტენდერი გამოვაცხადეთ ორმოების გარემონტებაზე, მაგრამ ტენდერში არავინ მონაწილეობდა. ბოლო თვეში ყველა ვხედავთ, რომ ყველაფერი გაძვირდა, ხოლო ჩვენი პროექტი იმავე ფასებში დარჩა, ამიტომ, როგორც ჩანს, ტენდერში არავინ მიიღო მონაწილეობა. ვაპირებთ გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა უკვე შეიცვლება“, – თქვა მერმა.

champa5