კარწახის საბჟო-გამშვები პუნქტი 14 მარტიდან ყველასთვის ღია იქნება. მანამდე, კორონავირუსის გამო, გამშვები პუნქტი ღია იყო მხოლოდ სატრანზიტო ტვირთებისთვის. რიგით მოქალაქეებს თურქეთში შესვლა მხოლოდ სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლი შეეძლოთ.
მოქალაქეებისთვის უკვე გახსნილია არა მხოლოდ კარწახის, არამედ ვალეს გამშვები პუნქტები. საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესვლა და გამოსვლა თავისუფლად შეუძლიათ. კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის ან ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენა არც ერთი მხარისთვის სავალებულო აღარ არის. კარწახის გამშვები პუნქტით თურქეთში შესულ სომხეთის მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ, რომელიც პირდაპირ საზღვარზე გაიცემა. ვიზის ღირებულება 25 დოლარია, რუსეთის მოქალაქეებისთვის არანაირი მოთხოვნა არ არსებობს.
თურქეთიდან საქართველოში შემოსვლისას სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ან კოვიდ-პასპორტი ან კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი.