კომპანია „მშენებლობას“ ინფორმაციით, ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩაზე წყალმომარაგების სამუშაოები ხვალ, 23 მარტიდან განახლდება და ამ ქუჩის მცხოვრებლები წყლის გარეშე დარჩებიან. საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასთან ხელშეკრულების პირობების გადავადებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
კომპანია „მშენებლობა“ Jnews-ის რედაქციას დაუკავშირდა ინფორმაციის გავრცელების თხოვნით, რომ ჯავახეთის ქუჩაზე ხვალიდან, წყალმომარაგება სამშენებლო სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში შეწყდება, რათა მოსახლეობას ეცნობოს ამის შესახებ.
„ხვალიდან ვიწყებთ მუშაობას, სამუშაოების გადადებაზე ვერ შევთანხმდით, ხვალიდან წყალს ვთიშავთ. გვინდოდა გადაგვეტანა, რომ სამუშაოების დროს მოსახლეობას ალტერნატიული წყალმომარაგება ჰქონოდა, მაგრამ არ ვაკეთებთ. დრო არ გვაქვს ამაზე ფიქრისთვის, უნდა დავიცვათ ვადა, რომ არ დაგვაჯარიმონ, ნაწილობრივ წყალს ვერ გავთიშავთ, ჯავახეთის მოსახლეობას წყალი ერთი თვე არ ექნება, ვერ მოხერხდა საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა წყალმომარაგების კომპანიასთან, უბრალოდ, არ უნდათ, ასე გამოდის. პასუხისმგებლობა თბილისს გადაეცა“, – ამბობს ახალქალაქში „მშენებლობის“ წარმომადგენელი.
“მშენებლობის” დირექტორი ირწმუნება, რომ მათი კომპანია ვერ მივიდა საერთო გადაწყვეტილებამდე, მიუხედავად იმისა, რომ პარასკევს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები დაპირდნენ დალაპარაკებას და გონივრულ გადაწყვეტილებამდე მისვლას. თუმცა, ვადები იწურება და პირობა უცვლელი რჩება. 2021 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ჯავახეთის ქუჩაზე კანალიზაციისა და წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარე წლის 8 აპრილს უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელთანაც გვაქვს შეთანხმება, ამბობს, რომ უნდა ვიმუშაოთ, გვეუბნებიან, რომ უნდა ვიმუშაოთ, ვალდებულები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა ზამთარი იქნება თუ გაზაფხული, ამბობენ, რომ უნდა შევასრულოთ ვადებში. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ვიმუშაოთ, მიუხედავად იმისა, რომ გაგვიჭირდება. სამუშაოები 8 აპრილამდე უნდა დავასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვაჯარიმებენ“, – ამბობს კომპანია „მშენებლობის“ ხელმძღვანელი ზურაბ გუგეშაშვილი.
Jnews-ი დილიდან ცდილობს შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების საქართველოს“ წარმომადგენელთან მისვლას. კომპანიაში მივიღებთ პასუხებს კითხვებზე, თუ არა, მოგვიანებით შეგატყობინებთ.
შეგახსენებთ, რომ კანალიზაციისა და წყალმომარაგების რეაბილიტაციის პრობლემა გასულ კვირას გახდა აქტუალური. მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ცივი ამინდების დროს სარეაბილიტაციო სამუშაოების განახლებაზე, რადგან თვენახევრის განმავლობაში ალტერნატიული წყალმომარაგების გარეშე რჩებიან. ეს ვადა სჭირდება კომპანიას სამუშაოს შესასრულებლად.
ჯავახეთის ქუჩაზე ახალი კანალიზაციისა და წყალმომარაგების ქსელის მშენებლობაზე ელექტრონულ ტენდერში კომპანია „მშენებელობამ“ 603 700.00 ლარით მოიგო. კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოები ზამთრის თვეებში უნდა განხორციელდეს, რაც ძალიან რთულია ჯავახეთის ზამთრის მკაცრი პირობების გათვალისწინებით. 2021 წლის ნოემბერში დაიწყო მუშაობა, შემდეგ ზამთრის სეზონის გამო შეჩერდა.
ჯავახეთის მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების წინააღმდეგ
ჯავახეთის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
ფრთხილად! ჯავახეთის ქუჩაზე ღრმა ორმოებია