დღეს, 4 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ერთი შემთხვევა გამოვლენილა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4702 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 331 ახალქალაქში და 152 ნინოწმინდაში.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა:

ადიგენი-0;
ასპინძა-0;
ახალციხე-0;
ახალქალაქი-0;
ბორჯომი-0 და
ნინოწმინდა-1:

საერთო ჯამში, რეგიონში 41 ადამიანია იზოლირებული:

1. ადიგენის – 11 პირი;
2. ასპინძა – 0 პირი;
3. ახალციხე – 0 პირი;
4. ახალქალაქი – 3 პირი;
5. ბორჯომის – 27 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.

დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 10 პაციენტი რჩება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.

საერთო ჯამში, რეგიონში 4 620 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 48 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი არ გამოვლენილა. ამ დროისთვის კვლევაში რჩება 77 ნიმუში.