დღეს, 12 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4626 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 327 ახალქალაქში და 150 ნინოწმინდაში.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

2 – ახალციხეში
1 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
6 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.

საერთო ჯამში, რეგიონში 157 ადამიანია იზოლირებული:

ახალციხე – 21
ახალქალაქი – 4
ბორჯომი – 70
ნინოწმინდა –0
ასპინძა – 11
ადიგენი – 51

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა, დაფიქსირებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევა. გარდაიცვალა ახალციხის მუნიციპალიტეტის მცხოვრები, 76 წლის მამაკაცი.

დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 44 პაციენტი რჩება.

საერთო ჯამში, რეგიონში 4 499 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 21 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 100 ნიმუშის პასუხს ელოდებიან