ახალქალაქის ჯავახეთის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების თემას Jnews-ი არაერთხელ დაუბრუნდა. მეოთხე დღეა ქუჩის ზედა ნაწილში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. საკანალიზაციო ხაზის გამოსაცვლელად გზაზე ღრმა თხრილები გაკეთდა, მაგრამ გზაჯვარედინებზე, გადამკვეთ ქუჩებზე არსად არ არის საგზაო ნიშანი – „მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები“.

 

labirintos

ასეთ დროს ნებისმიერ ქალაქში არის წარწერა – „მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები“, თუნდაც მცირე ორმოს შეკეთების შემთხვევაში. ამ ქუჩაზე კი, ღრმა ორმოების არსებობის მიუხედავად, რომლებშიც ძალიან მარტივად შეიძლება ჩავარდეს ქვეითი ან ავტომობილი, გამაფრთხილებელი ან ამკრძალავი ნიშანი არ არსებობს.

 

shinararakan ashcatanqner

 

ვითარებაში გასარკვევად ახალქალაქის მერიას  მივმართეთ, თუ რატომ არ დამონტაჟდა საგზაო ნიშანი – შესაძლოა ადგილობრივმა მძღოლებმა იციან, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ამ ორმოებში არ ვარდებიან, მაგრამ სხვა ქალაქიდან თუ ქვეყნიდან ჩამოსულმა მძღოლებმა, როგორ უნდა გაარკვიონ, რომ გზაზე დიდი ორმოებია?

პრობლემასთან დაკავშირებით ახლადარჩეულმა მერმა, მელქონ მაკარიანმა განაცხადა: ეს ნაწილი გზის სამმართველოს უკავშირდება, იქ შეგიძლიათ დააზუსტოთ, რატომ არის ნიშანი, თუ არ არის.

 

chanaparhapos

ჯავახეთის ქუჩა საგზაო დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია, თუმცა მიმდინარე სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს და სამშენებლო კომპანია მათ წინაშეა ანგარიშვალდებული.

ჩნდება კითხვა, თუ ამის გამო ადამიანი მიიღებს სხეულის დაზიანებას, ვინ იქნება პასუხისმგებელი? მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ვინ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ არავინ დაშავდეს?

ადგილზე მუშებმა თქვეს, რომ სამუშაოები დაახლოებით 4 დღის წინ დაიწყო. მათთვის უცნობია, რატომ არ დადეს საგზაო ნიშანი. ნიშნის არარსებობას მძღოლებიც აპროტესტებენ.

 

shinanarutyun

მუშების თქმით, წელს ისინი გზის ნაწილს დაასრულებენ, იმ ნაწილს, სადაც საკანალიზაციო სისტემა გადის, სამუშაოს მეორე ნაწილი  – წყლის მილების მოწესრიგება, მომავალ წელს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ახალი საკანალიზაციო ხაზის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გაიმართა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „მშენებლობა“ 603 700.00 ლარად განახორციელებს.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2022 წლის 18 იანვრამდე პერიოდში უნდა დაიწყოს.