დღეს, 16 აგვისტოს, სოფელ კულიკამში, 8 აგვისტოს მომხდარი მკვლელობისა და შემდგომი არეულობების საქმეზე, ახალგაზრდებს დაკითხვაზე გამოცხადების მოწვევა მიუვიდათ. კულიკამის მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა და ითხოვს, რომ მათ გლოვასა და მწუხარებას შეეშვნენ, და აცხადებს, რომ დაკითხვაზე მთელი სოფელი მზად არის მივიდეს.
დილით, კულიკამიში ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. მოსახლეობის თქმით ადგილობრივი სამმართველოს უფროსიც კი იყო. პოლიციამ ხალხს ახალციხეში დაკითხვაზე გამოცხადების მოწვევა გადასცა. როგორც მოსახლეობა ამტკიცებს დაკითხვაზე 15-დან 40-მდე ახალგაზრდაა დაბარებული. კულიკამის მოსახლეობა, მოკლულის მამის ვარდ მირანიანის თაობით, სოფლის ცენტრში შეიკრიბა, და ითხოვს სოფლის ახალგაზრდობას დაენებოს თავი.
”ჩემი მოთხოვნაა, რომ ბიჭები არ წაიყვანონ. ჩემი ვაჟიშვილი გარდაიცვალა, თუ ამ საქმეში ვინმე სხვისი შვილიც დაშავდება, მაშინ ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ექნება. მე ჩავთვლი, რომ არაფერი მომხდარა, ჩავთვლი თითქოს შვილი შევწირე. ჩვენ არ ვაპირებთ შურისძიებას ან მტრობას. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩემი შვილის გარდაცვალების გამო, სოფლის ახალგაზრდები ჩემი ვაჟის სიკვდილის გამო არ დაკითხონ, და ნურაფერს მოიმოქმედებენ, დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის. მე პოლიციასაც ვუთხარი, რომ თუ ვინმე ბიჭს წაიყვანენ ახალციხეში და დააპატიმრებენ, მე ქალაქის ცენტრში დავიწვავ თავს“, – ამბობს არსენ მირანიანი.
კულიკამის მკვიდრებმა, ქალმა თუ კაცმა, პოლიციას განუცხადეს, რომ დაკითხვაზე მხოლოდ ახალგაზრდების წაყვანას არ დაუშვებენ და რომ მზად არიან მთელ სოფლით წავიდნენ. აცხადებენ, რომ მოიყვანონ ავტობუსები და ყველა წაიყვანონ.
პოლიციელებმა სთქვეს, რომ უნდა გაესაუბრონ დანარჩენებს და რომ პასუხს მოახსენებდნენ. აქციის მონაწილეები პოლიციისგან პასუხის მოლოდინში იმყოფებიან.
8 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, ჩხუბის დროს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა სოფელ კულიკამის 27 წლის მკვიდრი ვარდი მირანიანი, რის შემდეგაც ახალქალაქში მოხდა არეულობა, ახალგაზრდების ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდა 4 სახლსა და სასტუმროს. ადგილზე სპეცრაზმი და პოლიცია იქნა მობილიზებული.
მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია არტურ გაბრიელიანი, მკვლელობისა და მასობრივი არეულობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.