საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, 2019 წელს, სოფელ ორჯა-ხანდოს დამაკავშირებელი გზა გარემონტდა, მაგრამ გზა უკვე იშლება.
ცნობისთვის, აღვნიშნავთ, რომ სოფელ ორჯას, ხანდოს, ვარევანს, ალასტანსა და კოკიოს დამაკავშირებელი გზის საერთო სიგრძე 8 558 მეტრია, მის შეკეთებაზე 3 083 573 ლარი დაიხარჯა.
მიუხედავად იმისა, რომ გზა მხოლოდ ორი წლის წინ შეკეთდა, ის უკვე გაფუჭდა, გზის დიდი და ღრმა ხვრელები უსაფრთხო მოძრაობას აფერხებენ. სოფელ ორჯას ხიდზე წარმოქმნილი ხვრელები თოვლის დნობის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა და გადიდდა.
„ხვრელები ზუსტად შუა გზაზეა, რაც კიდევ უფრო ართულებს მოძრაობას. იმის გამო, რომ ეს ორმოები ხშირად წყლით ივსება, იმ ადამიანს, ვინც არ იცის, უჭირს იმის დადგენა, თუ რამდენად ღრმაა ის და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მანქანას“, – ამბობს სოფელ ორჯას ერთ-ერთი მცხოვრები.
JNEWS-ი შეეცადა გაერკვია, იგეგმება თუ არა სამომავლოდ გზის გარემონტება.
სოფელ ორჯას უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რობერტ არევიანმა შემდეგი თქვა: „მივმართე შესაბამის ორგანოებს. მითხრეს, რომ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყებენ ამ საკითხის შესწავლას და გზის შეკეთებას“.
ლიდა ალმასიანი