სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 421 341 პირი დაინფიცირდა, აქედან 8536 გარდაიცვალა, 406 193 კი – გამოჯანმრთელდა.