ლარსი ღიაა, მაგრამ…

ლარსი ღიაა, მაგრამ…

ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო საავტომობილო გზის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალზე მოძრაობა ღიაა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად განხორციელდება, მხოლოდ ზვავსაშიშროების გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები გვირაბებში ცალმხრივად იმოძრავებენ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე