ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევა, რომლის დაფინანსება 2022 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იყო დაგეგმილი, უსახსრობის გამო გაუქმდა. ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 100 000 ლარის გამოყოფა იგეგმებოდა, რაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდა.

ქალაქისა და საკრებულოს თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზღვევა ექნებათ

2022 წლის ბიუჯეტის განხილვისას საკრებულოს დეპუტატებმა მერიის და საკრებულოს თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევის ხარჯების გაუქმების რეკომენდაცია არ გასცეს. ეს საკითხი კომისიების და ასამბლეის სხდომებზე არ განიხილებოდა. დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევა მუნიციპალიტეტისთვის ახალი იყო, მაგრამ მერიამ ეს მუხლი ბიუჯეტიდან უსახსრობის გამო ამოიღო.

„მივიღეთ, შევთანხმდით, ამ პუნქტში ცვლილებები არ მოვითხოვეთ, მერიამ მიზანშეწონილად ჩათვალა ამ პუნქტის უსახსრობის გამო ამოღება“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა.

ახალქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი ამ პუნქტის გარეშე დამტკიცდა.

„თანხა მივმართეთ სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, როგორც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, სადაზღვევო კომპანიის საბუთების გადახედვის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ამ დაზღვევით იმდენი სარგებელი არ იყო, ალბათ, თანხა დაიხარჯებოდა, მაგრამ დაზღვევა არ იქნებოდა გამოყენებული“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, კარენ მერგელიანმა.