საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 789 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 72 587 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 47 032, „პისიარ“-ტესტით – 25 555.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 34,66%, ბოლო 14 დღის – 29,26%, ბოლო შვიდი დღის – 32,45%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 375 615 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 141 231 გამოჯანმრთელდა, 15 351 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 759 753 აცრა, დღიურად აცრილია 3 566.
კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 036 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 901 პირი.
ამასთან, 8 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 221 პაციენტი, გარდაიცვალა 54.