სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ გასული დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი სულ 8 857 ადამიანს ჩაუტარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი დაახლოებით 47%-ს დაუდასტურდა.

სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 383 458 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 075 გარდაიცვალა, 346 224 კი – გამოჯანმრთელდა.