ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დღეს, 27 იანვარს, კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოავლინა. ახალქალაქში, კორონავირუსის შტამი “ომიკრონი” ერთ ადამიანს ოფიციალურად დაუდასტურდა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დღეს კორონავირუსის გამოსავლენად 172 ტესტი ჩაატარა, აქედან 155 – ანტიგენზე, 17 PCR-ი, შედეგად, 30 ტესტი დადებითი იყო. ახალქალაქში რეგისტრირებულია შტამი „ომიკრონი“. ის კარწახში საზღვრის სამსახურის თანამშრომელს აღმოაჩნდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 439 ადამიანი იმყოფება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კარანტინის გამო ორი სკოლაა დაკეტილი: ახალქალაქის 1-ლი საჯარო სკოლა (თუმანიანის სახელობის) და სოფელ ხანდოს სკოლა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ხვალ, სავარაუდოდ, მე-4 სკოლა (დემირჩიანის სახელობის) და სოფელ ვარევანის სკოლა კარანტინისთვის დაიკეტება. ამ სკოლების თანამშრომლებს COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სკოლების კარანტინისთვის დაკეტვის რეკომენდაცია გასცა.