დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.
მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, 2-3 კვირაში „ომიკრონი“ „დელტა“ შტამთან მიმართებით დომინანტი გახდეს.
„დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 63 შემთხვევა. ვპროგნოზირებთ, რომ 2-3 კვირის ფარგლებში „ომიკრონი“ ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლოა, „დელტასთან“ მიმართებით დომინანტი გახდეს. 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, თითქმის ყველას კონტაქტების და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. დაავადების მძიმე მიმდინარეობა არ არის. ინფიცირებულების უმრავლესობა აცრილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.