ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო. მოედანზე საახალწლო ილუმინაციები იქნება. თავისუფლების ქუჩის ნაწილი – დარბინიანის გზაჯვარედინიდან სომხურ ეკლესიამდე სურბ ხაჩამდე, საზეიმოდ მოირთვება. ასევე ქალაქის ცენტრალური პარკი (ე.წ “ხას ბახჩას” პარკი).

ახალქალაქში საახალწლო დეკორაციას კომპანია მეგა პანორამა ახორციელებს. კომპანიასა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტს შორის პირდაპირი ხელშეკრულება გაფორმდა.

ახალქალაქის საახალწლო დეკორაციისა და განათებისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 40 000 ლარი გამოყო. ტენდერი ორჯერ გამოცხადდ, მაგრამ მონაწილეობა არავის მიუღია. მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა პირდაპირი ხელშეკრულება გაეფორმებინა. ამ თანხით საახალწლო დეკორაციებისა და დიზაინის შეძენას კომპანია „მეგა პანორამა“ დათანხმდა, სამონტაჟო სამუშაოებს კი მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად განახორციელებს.

ე.წ. „ვსტრეჩას“ გზაჯვარედინზე სომხურ ეკლესიამდე, თავისუფლების ქუჩა საზეიმოდ განათდება. ნაძვის ხე მაშტოცის მოედნის ცენტრში დამონტაჟდება. ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, საახალწლოდ დადგამენ ქოლგებს, დაამონტაჟებენ ანგელოზებს, ნაძვის ხე ლაზერული პროექტორებით განათდება.

27 დეკემბერს, ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე საბავშვო საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს 400-მდე საჩუქარი გადაეცემათ. სადღესასწაულო ღონისძიებას დაესწრებიან, როგორც ადგილობრივი ანსამბლები, ასევე სტუმრები. ღონისძიების ბოლოს დაგეგმილია ფეიერვერკი.

ძველი დეკორაციებით მოირთვება ქალაქის ცენტრალური (“ხას ბახჩას”) პარკი.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო არდადეგებზე ცენტრალურ მოედანზე ტრანსპორი არ იმოძრავებს.