საქართველოში კორონავირუსის 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 319 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 909 160 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 858 949 გამოჯანმრთელდა, 13 071 კი, გარდაიცვალა.
გუშინ, 18 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 070 პაციენტი, 53 კი გარდაიცვალა.