დღეს, 3 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახლადარჩეული დეპუტატების პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა ახალქალაქის 40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანმა გახსნა, მან დეპუტატებს მანდატები და ანგარიში წარუდგინა. ამის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი სამი მოადგილე აირჩიეს.
პირველ შეხვედრას ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი, მისი მოადგილეები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სხდომა ახალქალაქის 40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანმა გახსნა. პირველი სხდომა საქართველოს ჰიმნით დაიწყო.
„ვულოცავ ყველა ახალარჩეულ დეპუტატს, მადლობა ძველ დეპუტატებს ნაირი ირიციანის ხელმძღვანელობით. მადლობა ჩემს კოლეგებს, რომლებმაც შეძლეს პროფესიონალურად გაეკეთებინათ თავიანთი საქმე პანდემიის მიუხედავად. კოდექსის მიხედვით მანდატები ადრე უნდა გადაგვეცა, მაგრამ კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, პირველივე შეხვედრაზე გადავწყვიტეთ ყველა პროცედურის ჩატარება“, – განაცხადა ჰასმიკ მარანგოზიანმა.
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალარჩეულმა მოადგილემ მანდატები და ჩანაწერები წარადგინა. ამის შემდეგ, ცესკოს პროცედურით, მოიწვია უხუცესი დეპუტატი. ამით დაასრულა თავისი მოვალეობები შესრულება და წავიდა.
ცესკოს პროცედურის თანახმად, პირველ სხდომაზე ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და მის სამ მოადგილეს, ასევე ფრაქციების ხელმძღვანელეებსა და მათ თავმჯდომარეებს.
თავმჯდომარის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარდგენილი, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი. კენჭისყრის ჩასატარებლად შეირჩა სამკაციანი დროებითი კომისია. ნაირი ირიციანის კანდიდატურა დაკმაყოფილდა და კენჭისყრის შემდეგ ის ხელახლა აირჩიეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ.
42 დეპუტატიდან სხდომას 40 ესწრებოდა. ნაირი ირიციანი ერთხმად აირჩიეს.
ნაირი ირიციანმა ნდობისთვის საკრებულოს წევრებს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ 4 წლის განმავლობაში რეგიონისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის იმუშავებენ.
პირველ მოადგილედ გაიოზ ლომსაძე აირჩიეს, დანარჩენი მოადგილეები ედუარდ აღასარიანი და ჰამლეტ მოვსესიანი იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წელს 37-ის ნაცვლად 42 დეპუტატია, საიდანაც 14 მაჟორიტარია, 28 კი პროპორციული სიით არჩეული. ახალქალაქის საკრებულოში წლეულს 7 ქალი შევიდა.