21 ნოემბერს, ახალქალაქში Off-road-ის შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც საქართველოსა და სომხეთიდან Off-road-ის კლუბები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი Off-Road Club Javakheti-მა დააორგანიზა.
შეჯიბრში საქართველოს ბათუმის, ქუთაისის, გურიის, გორისა და თბილისის off-road-ის კლუბები მონაწილეობდნენ, სომხეთიდან – „4×4“ და სომხური საექსპედიციო კლუბები.
საერთო ჯამში 32 მონაწილე დარეგისტრირდა. ავტომობილები 3 კატეგორიად დაიყო.
შეჯიბრი 11:00 საათზე დაიწყო და 16:00 საათამდე გაგრძელდა. 9 რბოლა გაიმართა, თითოეულ კატეგორიაში – 3. შესაბამისად, თითოეულ კატეგორიაში 3 გამარჯვებული ადგილი უნდა ყოფილიყო.
კონკურსის ორგანიზატორმა, Off-Road Club-ის ჯავახეთის ხელმძღვანელმა გიორგი ზაზაძემ აღნიშნა, რომ შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„პრობლემა არ ყოფილა, რადგან ჯავახეთში Off-road-ის მეგობრები და კლუბები დამეხმარნენ. თუმცა ყველაზე დიდი დახმარება ახალმა მერმა გამიწია – ახალი გუნდი, რომელსაც ახალი მერი ხელმძღვანელობს. სამართლებრივი პრობლემები არ გვქონია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, მონაწილეებს. ამდენ მანქანას არ ველოდით; ბევრი ადამიანი მოვიდა, პატივი გვცეს, მადლობა ყველას. მთავარია კარგი და სანახაობრივი იყო. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ ღონისძიება ყოველწლიური და გრანდიოზული გახდეს“, – განმარტა გიორგი ზაზაძემ.
ორგანიზატორებს მადლობა კომპანია „ნეტქომის“ ერთ-ერთი სპონსორის ახალქალაქის წარმომადგენელმა იოანე ზანდარიანმაც გადაუხადა:
„ძალიან მიხარია, რომ ახალქალაქში მსგავსი ღონისძიება გაიმართა, იმედი მაქვს, მსგავსი პროექტები ხშირად ჩატარდება და მზად ვართ ფინანსური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ“.
დაჯილდოების ცერემონია მაშტოცის მოედანზე, ახალქალაქის კულტურის სახლის წინ გაიმართა.