სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 675 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 29 521 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. პანდემიის გავრელებიდან დღემდე სოხმეთში კორონავირუსის 324 039 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 831 პაციენტი გარდაიცვალა.