“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 80.84 (- 1.45) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 78.81 (- 2,05) დოლარი/ბარელზე.

რაც შეეხება საქართველოს, ფასმა მაქსიმალური ნიშნული გადალახა. 1 ლიტრი სუპერი ქსელურ ავტოგასამართ სადგურებში 3.26 ლარიდან 3.50 ლარამდე ღირს. პრემიუმი 3.18 ლარიდან 3.30 ლარამდე. რეგულარი კი 2.99 ლარიდან 3.15 ლარამდე.

საქსტატის მიხედვით, სექტემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ბენზინზე ფასები 44%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება დიზელს, ეს პროდუქტი წლიურად 37%-ით არის გაძვირებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ქვეყანაში საწვავზე ფასების ცვლილებაზე სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: საერთაშორისო ფასები, აქციზის გადასახადი და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი.