სოფელ სულდას საბავშვო ბაღში კარანტინი გამოცხადდა. ბაღის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე მიზეზით დაიხურა ახალქალაქის N2 საბავშვო ბაღის ქართული ჯგუფი.
დღემდე, კორონავირუსის შემთხვევების გამო, სოფელ სულდასა და ვაჩიანის საბავშვო ბაღები და ქალაქის საბავშვო ბაღის ერთი ჯგუფი დაიხურა.
საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, N2 საბავშვო ბაღი არ დაიხურა, რადგან ჯგუფს აქვს ცალკე შესასვლელი და ცალკე სამზარეულოს ჭურჭელი.
N2 საბავშვო ბაღში არის 5 ჯგუფი – 3 სომხური, 1 რუსული და 1 ქართული.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დანარჩენი საბავშვო ბაღები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.