კარწახის გზატკეცილზე მდებარე კერძო სახლების მცხოვრებლები ქუჩის ორივე მხარეს სადრენაჟო არხები ზოგიერთ ადგილას გახსნილია და ნაგვითა და წყლით დანაგვიანებას უჩივიან. ნაგავი არხებში დალპა და მზიან დღეებში ამ ადგილას სუნი დადგა. პასუხისმგებელი პირები არხების გაწმენდას პირდებიან.
კარწახის გზატკეცილი სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტია და არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, არამედ შპს “ჯავახ ავტოგზა” ემსახურება.
ბეტონის საფარი ადგილებიდან დაიშალა და არხებში ჩაცვივდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია. გზატკეცილზე ტროტუარები ვიწროა და ნაგვის ღია არხში მოხვედრის საშიშროება დგას.
“გვინდა არხები გაიწმინდოს. მას შემდეგ რაც აშენდა, არ გაწმენდილა. ბეტონითაა დაფარული, მაგრამ ფენა უკვე ყველგან გატეხილია და არხებში ცვივა. ერთი თვის წინ, ქუჩაში ორმოების შეკეთება მიმდინარეობდა, მაგრამ არხები არ გაიწმინდა. ასფალტის ნარჩენები ტროტუარებზე დარჩა, სადაც სიარული შეუძლებელია, განსაკუთრებით ღამით – არაფერი ჩანს. რამდენჯერ ჩავვარდით არხებში, შეიძლება ფეხები მოგვტყდეს. უბრალოდ იღბლიანი დამთხვევაა, რომ ეს ჯერ არ მომხდარა”,- ჩივის ქალაქის ამ ნაწილის მცხოვრები იბაშიან არევიკი.
კომპანიაში, “ჯავახ ავტო გზამ” Jnews-სთან ინტერვიუში პირობა დადო, რომ არხების მდგომარეობას შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში გაასუფთავებს.