ავიაკომპანია “აზერბაიჯანის ავიახაზებმა” (AZAL) გამოაცხადა, რომ სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტო Trend- მა ოთხშაბათს AZAL- ის საშულებით განაცხადა.
სომხეთის საჰაერო სივრცე ბაქო-ნახჭევან-ბაქოს შიდა ფრენისთვის გამოიყენება.
“ეს ნაბიჯი რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მიზნით აზერბაიჯანის მტკიცე მზადყოფნას მოწმობს, რაც ყველა სასაზღვრო ქვეყნის ინტერესია. ბაქო-ნახჭევან-ბაქოს რეისის მარშრუტის შეცვლა ამ მიმართულებით ფრენის დროსა და საწვავის მოხმარებას შეამცირებს”, – ნათქვამია AZAL-ის შეტყობინებაში.
ამიერიდან ამ რეისის შესრულებისას AZAL-ს ყველა არსებული საჰაერო დერეფანის გამოყენება შეუძლია, მათ შორის სომხეთისა და ირანის ტერიტორიების გავლით.
“რადიო თავისუფლების” სომხური სამსახურის ინფორმაციით აზერბაიჯანმა და სომხეთმა ორი ქვეყნის ავიაკომპანიებისათვის თავიანთი საჰაერო სივრცე ოფიციალურად არ დახურეს. თუმცა, 1990-იანი წლების დასაწყისიდან, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, აზერბაიჯანული ავიაკომპანიები სომხეთის საჰაერო დერეფნებს არ იყენებდნენ, ხოლო სომხეთი აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეს არ იყენებდა.