ორსულები, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რვა ვიზიტის ფარგლებში, პისიარ-ტესტის გაკეთებას შეძლებენ, რომელსაც ასევე სახელმწიფო დააფინანსებს. აღნიშნულს მთავრობის 2021 წლის 30 სექტემბრის განკარგულება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევიდა.
გარდა ამისა, განისაზღვრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის ტესტირების წესი, რომლის თანახმად, ერთხელ ვაქცინირებულ ან არავაქცინირებულ ადამიანებს ანტიგენის სწრაფი ტესტი შვიდ დღეში ერთხელ ჩაუტარდებათ.
ამასთან, შესაძლებელია, ტესტი მათ სკოლის ექიმმა ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებულმა სხვა პერსონალმა ჩაუტაროს. ორი დოზით ვაქცინირებულ პერსონალს კი, ტესტირება ყოველ 14 დღეში, პსრ-მეთოდით ჩაუტარდება.
გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს განათლების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები დისტანციურად მუშაობენ.