სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას ქვეყანაში 21 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული კი სხვა დაავადებით დაიღუპა.
სომხეთში ეპიდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ-19“-ით საერთო ჯამში 6 661 ადამიანი დაიღუპა.
მსოფლიო პანდემიის დაწყებიდან სომხეთში საერთო ჯამში 267 363 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 245 757 უკვე გამოჯანმრთელდა.