საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 277 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 302, „პისიარ“-ტესტით – 5 975.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,99%, ბოლო 14 დღის – 6,48%, ბოლო 7 დღის – 6,01%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 607 155 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 578 881 გამოჯანმრთელდა, 8 844 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 1 749 457 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 617.
კარანტინის რეჟიმშია 45, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 569 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 776 პირი.
გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 956 პაციენტი, 30 კი გარდაიცვალა.