სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 342 შემთხვევა გამოვლინდა, 490 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 253 942 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 236 578 პაციენტი გამოჯანმრთელდა.