2021-2022 სასწავლო წლის დაწყების გადადებასთან დაკავშირებით თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო 15 სექტემბრიდან განაახლებს ბავშვებისთვის საკვების განაწილებას. ახალქალაქის საბავშვო ბაღებში საკვების განაწილება არ იგეგმება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ანაჰიტ ასატურიანი ამბობს, რომ ახალქალაქის სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვებისთვის საკვების გადანაწილება არ იგეგმება.
”ჩვენ ახლა ვერ გავანაწილებთ მას, რადგან ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ბიუჯეტი, რომ ბავშვებს ბევრი დავურიგოთ. თუ დავიწყებთ დარიგებას, მაგალითად, 200 გრამი ბრინჯი, 300 გრამი მაკარონი და ასე შემდეგ, ასე ვერ დავყოფთ. მაგრამ თუ საბავშვო ბაღები არ გაიხსნება 4 ოქტომბერს, მაშინ ჩვენ შევძლებთ განაწილებას ორ -სამ თვეში”, – ამბობს ანაჰიტ ასატურიანი.
გასულ წელს კორონავირუსის გამო საბავშვო ბაღებიც დაიხურა და ამის შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება და საბავშვო ბაღის ბავშვებს საკვები პროდუქტები დაურიგეს.
საბავშვო ბაღებმა აღმზრდელებს პროდუქტები დაურიგეს
ახალქალაქის საბავშვო ბაღებმა კვების პროდუქტები ბავშვებს კიდევ ერთხელ დაურიგეს