07.12.2020
ნახვები: 613 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის კვების პროდუქტების დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო.
6 დეკემბრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო. პაკეტში შედის სექტემბრიდან დეკემბრამდე აღმზრდელების კვებაზე გათვალისწინებული პროდუქტები. პროდუქტების დარიგება გუშინ დაიწყო და ხვალ დამთავრდება.
გუშინ პროდუქტები სოფელ დილისკის, აზავრეთის, ვაჩიანის, კარწახის და ახალქალაქის №1 საბავშვო ბაღის აღმზრდელების მშობლებმა მიიღეს. დღეს პროდუქტები დაარიგეს სოფელ ბარალეთში, კულიკამში და ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს. ხვალ ახალქალაქის №2 საბავშვო ბაღში დაარიგებენ.
კვების პროდუქტების პაკეტში შემდეგი პროდუქტები შედის: 3 ცალი პური, 1.5 კგ შაქარი, 1 კგ წიწიბურა, 1 კგ ფქვილი, 2,5 კგ ვაშლი, 1 კგ ბანანი, 1,2 კგ მაწონი (3 ცალი), 4 ლ რძე, 0.5 კგ ტომატის პასტა, 18 ცალი კვერცხი.
კვების პროდუქტებზე უარი თქვა ქალაქიდან სამმა მშობელმა, №3 საბავშვო ბაღში ერთმა მშობელმა, №2 საბავშვო ბაღში ორმა მშობელმა. მათი პაკეტები გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს დაურიგეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 12 საბავშვო ბაღი, მათგან სამი, სოფელ კოთელიაში, ხანდოში და კარტიკამში, ალტერნატიულია.