სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 645 შემთხვევა გამოვლინდა, 334 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 15 პაციენტი, კიდევ სამის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 6 659 ტესტი ჩატარდა.
8 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 246 410 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 230 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 954 ადამიანი გარდაიცვალა. 1 167-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.