საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 09:43 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა, მისი სიდიდე 3.9 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები ბოლო 24 საათში რამდენჯერმე დაფიქსირდა.