ახალქალაქის რეფერალური კლინიკური საავადმყოფოში ვაქცინაციის შესაძლებლობა უცხოელებსაც აქვთ, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და აქვთ ბინადრობის უფლება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში და აქვთ ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ ვაქცინაცია, მათ შორის, ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გაიარონ.
ახალქალაქის საავადმყოფოში მოქალაქეების აცრა შესაძლებელია Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინებით. ვაქცინაციისთვის უნდა დარეგისტრირდეთ აქ: https://booking.moh.gov.ge/
ამიერიდან შემდეგი ჯგუფები შეძლებენ შეუერთდნენ ვაქცინაციის პროგრამას:
🔘 სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და სულ მცირე სამი თვეა გასული მათი ქვეყანაში ჩამოსვლიდან;
🔘 უცხოელები, რომელთა ოჯახის წევრები (ბავშვი, მშობლები, მეუღლე) არიან საქართველოს მოქალაქეები;
🔘 უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც იმყოფებიან ქვეყანაში პროგრამა «იმუშავე საქართველოდან» ფარგლებში;
🔘 უცხოელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში;
🔘 დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო ოფისების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
🔘 აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მცხორები პირები, რომლებიც არ კონტროლდება საქართველოს ხელისუფლების მიერ, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
🔘 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.
ვაქცინაციისთვის უცხოელმა მოქალაქეებმა ან მოქალაქეობის არმქონე პირებმა სამედიცინო დაწესებულებას უნდა წარუდგინონ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფში მათ კუთვნილებას.
“აცრილ პირთა რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში, მხოლოდ ვაქცინაციის შემდეგ განხორციელდება”, – აცხადებენ სამინისტროში.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და პირველ ეტაპზე მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები მოიცვა. ეროვნულმა კამპანიამ მასობრივი ხასიათი 5 ივლისს შეიძინა. ამჟამად ვაქცინაციისთვის გამოიყენება ვაქცინები: AstraZeneca, Pfizer-ი, Sinopharm-ი და Sinovac Biotech-ი.