28 ივლისს 03:40 საათზე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის ჩრდილო – აღმოსავლეთით შეტევა დაიწყეს – აცხადებენ უწყებაში.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა, 2 კი -დაიჭრა, – ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს გეგარკუნიკის რეგიონის ვერიე შორჟა-კუტის მონაკვეთზე.